saqarTvelos tbebi - erwos tba

მდებარეობა ჯავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°28`13` ჩ. გ. 43°45`07` ა. გ.
ფართობი 0.31 კმ²
საშუალო სიღრმე 2.1 მ
მაქსიმალური სიღრმე 19 მ

 

კარსტული ტბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, ზღვის დონიდან 1710 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². საშუალო სიღრმე 2,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 19 მ. აუზში განვითარებულია საშუალომთიანი რელიეფი. ტბას ერთვის 3 მუდმივი შენაკადი. მოქცეულია ერწო-წონის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული არასწორი ოვალური ფორმა. ტბის წყლით გამოვსებულია 4 კარსტული ძაბრი, მათი შემჩნევა მახლობელი მთებიდანაც შეიძლება. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყლების როლი ტბის მომარაგებაში შედარებით მცირეა. ტბის წყლით საზრდოობს მდინარე ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი ერწოსწყალი. ტბის მაქსიმალური დონე მაის - ივნისშია, უმცირესი აგვისტო - სექტემბერში. ზაფხულში კარგად თბება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ზამთარში იყინება თითქმის 5 თვის განმავლობაში. ტბაში თევზი არ იცის. ერწოს ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“. ტბის აღმოსავლეთით განლაგებულია სოფელი ერწო.